სინათლე არ უნდა ჩაქრეს

01 სექტემბერი 2025

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის შედეგად გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიების მხარდამჭერი კამპანიაა, რომელიც 22 ონლაინგამოცემას აერთიანებს. გამოცემებმა კამპანია ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით, 13 აგვისტოს, დაიწყეს. 

კამპანიის მიზანია დამოუკიდებელი მედიის და თავისუფალი სიტყვის გადარჩენა, რაც რეპრესიული რეჟიმის პირობებში გაქრობის პირას არის. ქართული ოცნების” რეჟიმი ყველა ფორმით და მეთოდით ცდილობს კრიტიკული ხმების ჩახშობას. მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული ზომები, როგორიც არის ცენზურისა და დაფინანსების შემზღუდავი კანონმდებლობა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც მოქალაქეებს საინფორმაციო ვაკუუმში დატოვებს.

“22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გააძლიერე დამოუკიდებელი ონლაინმედია ერთჯერადი ან ყოველთვიური დონაციით და გაავრცელე ინფორმაცია.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს.”

გახდით კამპანიის მხარდამჭერი.

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება